
Copernicus Berlin e.V. ასოციაციის (გერმანია) საერთაშორისო პროგრამა (International Excellence Scholarship Program - IES) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს 6-თვიანი სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობას გერმანიის ორ უნივერსიტეტში: ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა (Free University of Berlin - FU Berlin) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt University of Berlin - HU Berlin).
სწავლების სამეცნიერო მიმართულება შეზღუდული არაა და სტუდენტებს, ნებისმიერი სპეციალობით, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.
IES საერთაშორისო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმები და შესაბამისი პროცედურები იხილეთ ვებგვერდზე.