
თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი (FDF),
კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით (KAS),
ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ".
პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საინფორმაციო ომის თემატიკით დაინტერესებული პირების ტრენინგს,რომელიც ჩატარდება
21-23 აგვისტოს ლიკანში.
ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები.
პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მონაწილეობისათვის საჭირო მოთხოვნებს გაეცანით თანდართულ ფაილში. პროექტში მონაწილეობა არის უფასო.