• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

მემორანდუმი სტუ -სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის

21 june


2018 წლის 9 - 16 ივნისს სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე მივლინებით იმყოფებოდა ჩინეთში ქ.შანხაიში და ქ.პეკინში, მან ფაკულტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო უმაღლესი დონის ფორუმში, რომელთა ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია და ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

ვიზიტის მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც საბოლოოდ შეთანხმდა და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი, ჩინეთის კვლევების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შექმნას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი უკავია გეოსტრატეგიული მნიშვნელობით ისტორიული აბრეშუმის გზის სივრცეში და ასეთი სახის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შექმნა სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთ - საქართველოს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებას.