
გიზიარებთ ინფორმაციას ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიების შესახებ. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს სახალხო დამცველის, მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ევროპის საბჭოს ოფისის და USAID-ის მიერ და მიზნად ისახავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენებას, ამ მოვლენის კიდევ ერთხელ გააზრებას და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიის წარმართვას. ამასთან, შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება დაეთმობა ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების გახსენებას.
ღონისძიება გაიმართება ონლაინ, 27 იანვარს, 14:00 საათზე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და სახალხო დამცველის Facebook გვერდების პირდაპირ ეთერში. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე აქ.
თანდართული ფაილით გიზიარებთ ღონისძიების დღის წესრიგს.