
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, 2021/2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
აბდულა გიულის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, სააპლიკაციო დოკუმენტაცია და პროცედურები იხილეთ აქ.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 23 აპრილამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ სააპლიკაციო პროცედურები აბდულა გიულის უნივერსიტეტში 2021 წლის 30 მაისამდე.